ღარიბაშვილის გადადგომა

უსუფაშვილი: ღარიბაშვილმა თავისი გადაწყვეტილება ძალიან მკაფიოდ დაასაბუთა

მე ვიცოდი, რომ პრემიერმინისტრი ამ თემაზე ფიქრობდა, მაგრამ როდის მიიღებდა ის გადაწყვეტილებას და რა მომენტში, ეს მისი გადასაწყვეტი იყო. მან თავისი გადაწყვეტილება ძალიან მკაფიოდ და ნათლად დაასაბუთა. მან განაცხადა იმის შესახებ, რომ კოალიცია ქართულმა ოცნებამ ქართულ სინამდვილეში სხვა ტრადიციების დამკვიდრება დაიწყო.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაზე.

კომენტარები