ღარიბაშვილის გადადგომა

ხუხაშვილი: კონსოლიდაციისთვის საჭიროა პოლიტიკურად უფრო კორექტული ადამიანები

წინასაარჩევნოდ, აუცილებელია ახალი ადამიანები. საჭიროა, კომუნიკაციების აწყობა სხვადასხვა ჯგუფებთან, ღარიბაშვილს კი ამ ჯგუფებთან საკომუნიკაციო ხიდები დამწვარი ჰქონდა, იგივე თავისი შეფასებებით, თავისი დამოკიდებულებებით. საზოგადოებრივი კონსოლიდაციისთვის საჭირონი არიან პოლიტიკურად უფრო კორექტული ადამიანები. ასეთებად მე დღევანდელი კოალიციის შიგნით ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და კიდევ რამდენიმე ადამიანი მიმაჩნია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არასდროს აყოლიან ფეხის ხმას, ყოველთვის ჰქონდათ საკუთარი განსხვავებული აზრი და, რაც ყველაზე მთავარია, გააჩნიათ პოლიტიკური წონა როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ ელიტაში. 

გია ხუხაშვილი guardian.ge-სთან საუბარში, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაზე.

კომენტარები