ღარიბაშვილის გადადგომა

ხუხაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად

ირაკლი ღარიბაშვილი ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად, მისთვის მძიმე ტვირთი აღმოჩნდა გამოწვევებზე ღირსეული პასუხის გაცემა. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოსტის დატოვება მოსალოდნელი იყო, მოვლენების ლოგიკა ამას ამწიფებდა. ჩვენ ქვეყანაში გვაქვს მენეჯერული კრიზისი, იგივე ეფექტური მართვის თვალსაზრისით, მდორე დინამიკა - ეს კარგად ჩანს. შესაბამისად, სისტემური ცვლილებები იყო საჭირო. ეს სისტემური ცვლილებები კი იწყება მთავრობის შემადგენლობის ცვლილებით.

გია ხუხაშვილი guardian.ge-სთან საუბარში, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაზე.

კომენტარები