ღარიბაშვილის გადადგომა

უსუფაშვილი ღარიბაშვილის გადადგომაზე: მჯობზე მჯობი არასოდეს დაილევა

ბუნებრივია, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის მიღწევებსა თუ ჩავარდნებში მისი [ირაკლი ღარიბაშვილის] წვლილიც არის. მმართველობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას მან ისაუბრა იმ მიმართულებებზე, სადაც მეტი მუშაობაა საჭირო. საერთოდ, ღარიბაშვილი, უსუფაშვილი თუ ივანიშვილი ერთადერთნი და განუმეორებლები არ არიან - მჯობზე მჯობი არასოდეს დაილევა. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილსაც გაუხარდება, თუ ქვეყანას მასზე უკეთესი პრემიერი ეყოლება. მისი გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ვიცოდი, რომ ამ ნაბიჯზე ფიქრობდა. რაც შეეხება საზოგადოებას, ასეთი გადაწყვეტილება არც ერთ ქვეყანაში საჯარო განხილვის საგანი არ ხდება. ირაკლი სწორად მოიქცა, თავისი გადადგომა ხანგრძლივი განხილვისა და მითქმა-მოთქმის თემად რომ არ აქცია.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები