ხეების მოჭრა

MOE: გარდაბანში ხეების მოჭრის გამო გარემოს 19 834 ლარის ზიანი მიადგა

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა გარდაბნის რაიონში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

გარდაბნის რაიონის სოფელ ბირლიკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამრღვევებმა მოჭრეს 41 ძირი სხვადასხვა სახეობის ხის ტოტები.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 19834 ლარი.

უწყების ცნობით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ორგანოში.

კომენტარები