ხეების მოჭრა

ნარმანია: თბილისში არავის ეპატიება ხეების უკანონო ჭრა. ყველა დაისჯება მკაცრად

ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ ზეხმელ ხეებთან ერთად, ზალდასტანიშვილის ქუჩის 19 ნომერში, მოიჭრა 21 ფიჭვის ჯიშის საღი ხე. ადგილი ჰქონდა თვალთმაქცობას. კერძოდ, მუნიციპალიტეტისთვის თვალის ახვევის მცდელობას, რაც მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ არავის ეპატიება. ჩვენ გავეცით მხოლოდ ზეხმელი ხეების მოჭრის ნებართვა. თუმცა, მოქალაქეების მხრიდან, რომელთაც გააჩნიათ მშენებლობის განზრახვა, საღი ხეები იქნა მოჭრილი. ჩვენ მიერ დაუყოვნებლივ მოხდა რეაგირება და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ამიტომაც, დღესვე მასალები გადაიგზავნება საგამოძიებო ორგანოებში შემდგომი რეაგირებისთვის. და აქვე დავძენ იმას, რომ ამ ქალაქში არავის ეპატიება ხეების უკანონო ჭრა. ყველა დაისჯება ძალიან მკაცრად. ეს იქნება ჩვენი შეუვალი და უცვლელი პოზიცია.

თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები