ხეების მოჭრა

მერია: ისანში 41 გამხმარი ხის მოჭრის ნებართვა გავეცით

თბილისის მერია

თბილისის მერიის ცნობით, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ისანში გამხმარი ხეების მოჭრის ნებართვა გასცა. დედაქალაქის მთავრობის განმარტებით, ნებართვის გაცემამდე, მწვანე ნარგავების მდგომარეობის შესაფასებლად შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნა. 


ფოტო: თბილისის მერია

"დადგინდა, რომ ტერიტორიაზე 112 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხიდან 41 გამხმარია. დაავადების ჯანსაღ მცენარეებზე გავრცელების პრევენციისა და ასევე, სხვა მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ზეხმელი ხეების მოჭრის ნებართვა გასცა" - აცხადებს თბილისის მერია და აღნიშნავს, რომ გამხმარი ხე-მცენარეები ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ მოიჭრება.

კომენტარები