ხეების მოჭრა

შსს: იმერეთში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 27 ფაქტი გამოვავლინეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ ნახევარში, სამართალდამცველებმა იმერეთში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 27 ფაქტი გამოავლინეს.

"მხილებულების ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა ჯიშის ხის მორები და სამასალე ფიცრები ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აღნიშნავს შსს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები