ჟოზეფ დოლი თბილისში

დოლი: ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობა დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია

არის რამდენიმე შემაშფოთებელი საკითხი, პირველი, ვიტყოდი, ეს არის მედიის დამოუკიდებლობა. ასევე, ოპოზიციის დევნა, შერჩევითი სამართალი უშუალოდ არჩევნების წინა პერიოდში, საარჩევნო კოდექსი, გეოპოლიტიკური სიტუაცია, კორუფცია. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ოპოზიციაზე ძალადობით და მათი დევნით, ასევე იმით, რომ მთავრობა თავს იკავებს, რომ გამოიძიოს, შეაჩეროს ეს ქმედებები. ზუსტად ამ საკითხებზე ვისაუბრე პრემიერმინისტრთან. მთავრობის ასეთი ქმედება, რომ ოპოზიციის დისკრედიტაცია მოახდინოს არჩევნების წინ, დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია, ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც ევროპული გზა აქვს არჩეული.  

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჟოზეფ დოლი

კომენტარები