ჟოზეფ დოლი თბილისში

დოლი: ენმ ითხოვს, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი რაც შეიძლება მალე მიენიჭოს

ჩვენი პარტნიორი ნაციონალური მოძრაობა ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას მუდმივად ხაზს უსვამს და ითხოვენ, რომ უვიზო რეჟიმი რაც შეიძლება მალე მიეცეს ქართველ მოქალაქეებს. მათ არ სურთ, რომ ქართველი ხალხი მთავრობის შეცდომებისა და პრობლემების გამო დაისაჯოს. მეც ასეთი პოზიცია მაქვს, საქართველო იმსახურებს არამხოლოდ უვიზო მიმოსვლას, არამედ ზოგადად ევროპულ მომავალს, მაგრამ ევროპაში შესვლა ნიშნავს ევროპული სახელმწიფოსავით მოქცევას და ამის დემონსტრირება სწორედ მთავრობამ უნდა მოახდინოს. დღეს ბურთი მათ მოედანზეა. ვიზალიბერალიზაცია დასასრული არ არის, საქართველომ დემოკრატიულ ევროპულ სტანდარტებს ამის შემდეგაც უნდა სცეს პატივი.

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჟოზეფ დოლი

კომენტარები