ივანიშვილის ქონების დაყადაღება

გაბაშვილი: ჩვენი პარტნიორები წუხან, რომ ქვეყანა მიდის უკან

აბსოლუტურად არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს მეგობრები წუხან იმ ვითარებაზე, რომელიც არის ამ ქვეყანაში - ოლიგარქიულ მმართველობის სტილზე, არაფორმალურ მმართველობაზე, ქვეყნის უკან სვლაზე, როგორც ეკონომიკის, ასევე დემოკრატიის თვალსაზრისით. ყველა თვალსაზრისით, ივანიშვილის ხელში ქვეყანა მიდის უკან. საქართველოს ყველა მეგობარი ამაზე წუხს. სიმართლე გითხრათ, ივანიშვილის ანგარიშები ნაკლებად გვაინტერესებს. გვაინტერესებს, რომ რაც შეიძლება, მალე დასრულდეს ეს ყველაფერი და ქვეყანამ თავის პარტნიორებთან, მეგობრებთან ერთად გააგრძელოს წინსვლა. ამის საუკეთესო საშუალებაა ოქტომბრის არჩევნები

ენმ-ის წევრი გოკა გაბაშვილი კონგრესმენ სტივ რასელის განცხადებას ამერიკაში ბიძინა ივანიშვილის აქტივების გაყინვის შესახებ ეხმაურება.

კომენტარები