მალაიზიური ბოინგი MH370

სავარაუდოდ, გაუჩინარებული MH370-ის ორი ნაწილი აღმოაჩინეს

AP

მალაიზიისა და ავსტრალიის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, სამხრეთ აფრიკისა და მავრიკის სანაპიროებთან აღმოჩენილი თვითმფრინავის ორი ნაწილი, დიდი ალბათობით, 2014 წელს გაუჩინარებული მალაიზიური ლაინერისაა.

ექსპერტები, შემოწმების შემდეგ, თითქმის დარწმუნებული არიან, რომ აღმოჩენილი ნაწილები მალაიზიური ბოინგის MH370-ისაა.

სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც კუალა ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით მიემართებოდა, 2014 წლის მარტში გაუჩინარდა. ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა. მას შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში სამძებრო სამუშაოები უშედეგოდ მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სხვადასხვა ადგილას თვითმფრინავის ხუთი ნამსხვრევი აღმოაჩინეს, რომლებიც, სავარაუდოდ, აღნიშნული ბოინგისაა, თუმცა, აქედან მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადასტურდა, რომ ნაწილი ნამდვილად MH370-ს ეკუთვნოდა. დანარჩენი 4 ნაწილის წარმომავლობა კი დღემდე არ დასტურდება.

კომენტარები