რუსული მედიის ცნობით, დაღესტანში მომხდარი ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ღამის საათებში მახაჩყალა-ასტრახანის ავტომაგისტრალზე ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ.
ავტოკატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.