რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა

ერდოღანი: პუტინთან შეხვედრა იქნება ახალი ფურცელი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში

katehon.com

დღეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ერდოღანის თქმით, ეს ვიზიტი ახალი ფურცელი იქნება ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

"ეს ვიზიტი იქნება ახალი საყრდენი და ფურცელი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში", - თქვა ერდოღანმა.

ეს შეხვედრა რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირველი საგარეო ვიზიტი იქნება სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ.

ცნობისათვის, ურთიერთობა თურქეთსა და რუსეთს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნოემბერში თურქეთმა რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდო. ივნისში ერდოღანმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და დაღუპული პილოტის ოჯახს მიუსამძიმრა.

კომენტარები