რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა

ერდოღანი: რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობა რეგიონულ პრობლემებს მოაგვარებს

katehon.com

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხევდრაზე განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყო. მისივე თქმით, ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობა დიდ წვლილს შეიტანს რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებაში.

"რეგიონში პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან ბევრს ელიან ჩვენგან. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა დიდ წვლილს შეიტანს რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებაში", - თქვა ერდოღანმა.

შეხვედრის დაწყებისას თურქეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს მადლობა გადაუხადა სატელეფონო ზარისთვის, რომელიც მან თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შემდეგ მიიღო. ერდოღანის თქმით, "ამ ზარმა უდიდესი ბედნიერება მოუტანა თურქ ხალხს".

დღეს პეტერბურგში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ხვდება. ეს შეხვედრა ერდოღანის პირველი საგარეო ვიზიტია სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ.

კომენტარები