თურქეთი

თურქეთში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა

TWITTER/JAKOBEN1789

თურქეთში, ვანის პროვინციაში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი პოლიციის შენობასთან ააფეთქეს.

თურქეთის სამთავრობო მედიასაშუალება Anadolu-ს ცნობით, ტერაქტის უკან ქურთების სახალხო პარტია უნდა იდგეს. თუმცა, მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები