ტრამპ თაუერი

ტრამპის ორგანიზაციამ შესაძლოა, ბათუმი ტრამპ თაუერის პროექტი შეაჩეროს

ნიუ-იორკის ტრამპ თაუერი
Getty Images

ტრამპმის ორგანიზაციამ შესაძლოა, ბათუმი ტრამპ თაუერის პროექტი შეაჩეროს, ამის შესახებ ინფორმაციას ABC ავრცელებს.

ტრამპის იურისტის, ალან გარტენის თქმით, Trump Organization-ის დეველოპერებმა აზერბაიჯანში, საქართველოსა და ბრაზილიაში ლიცენზიის პირობები ვერ შეასრულეს. 

2012 წლის 22 აპრილს, ბათუმში რეგიონში პირველი ტრამპ თაუერის პროექტის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მილიარდერი დონალდ ტრამპი დაესწრნენ. პირვანდელი პროექტის მიხედვით, 47-სართულიანი ტრამპ თაუერის მშენებლობა 2013 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო და 2014 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო.

ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, Silk Road Group-ის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდებოდა, რის შესახებაც დამატებითი დეტალები იანვარში გახდებოდა ცნობილი.

47-სართულიანი ტრამპ თაუერის საინვესტიციო ღირებულება $250 მილიონია. არსებული კონცეფციის მიხედვით, ამ შენობაში განთავსებული ლუქს კლასის უძრავი ქონების მფლობელები ბათუმის ვიზიტორი განსაკუთრებით მაღალი შემოსავლის მქონე პირები იქნებიან.

ABC-ის ცნობითვე, არჩეული პრეზიდენტი ინტერესთა კონფლიქტების თავიდან არიდების მიზნით, გარკვეულ ბიზნეს საქმიანობას წყვეტს. დეკემბრის დასაწყისში, Trump Organization-მა დახურა ოთხი ოფისი დელავერის შტატში. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ოფისებს საუდის არაბეთთან ჰქონდათ მჭიდრო ურთიერთობები.

კომენტარები