ტრამპ თაუერი

რამიშვილი: $100 მილიონად ავაშენებთ ცათამბჯენს და მას Trump-ის ნაცვლად Silk Tower ერქმევა

Getty Images

"ბათუმში $100 მილიონად ავაშენებთ ცათამბჯენს და მას Trump-ის ნაცვლად Silk Tower ერქმევა. ეს იქნება არქიტექტურულად ზუსტად იგივე პროექტი, რაც ადრე ტრამპის ორგანიზაციამ მოიწონა და რაზეც ლიცენზია მოვიპოვეთ", - ამბობს Silk Road Group-ის ხელმძღვანელი გიორგი რამიშვილი.

რამიშვილმა ბათუმი ტრამპ თაუერის პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით ინტერვიუ ამერიკულ CNBC-ის მისცა. 

Silk Road Group-მა ტრამპის ორგანიზაციასთან 2011 წელს დადებული ხელშეკრულება ოფიციალურად 2017 წლის 6 იანვარს შეწყვიტა. ხელშეკრულების მიხედვით Silk Road Group-ი ბათუმის ცათამბჯენისთვის ტრამპის ბრენდს ყიდულობდა.

2012 წლის 22 აპრილს, ბათუმში რეგიონში პირველი ტრამპ თაუერის პროექტის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მილიარდერი დონალდ ტრამპი დაესწრნენ.

47-სართულიანი შენობის საინვესტიციო ღირებულება $100 მილიონია. არსებული კონცეფციის მიხედვით, ამ შენობაში განთავსებული ლუქს კლასის უძრავი ქონების მფლობელები ბათუმის ვიზიტორი მაღალი შემოსავლების მქონე პირები იქნებიან.

კომენტარები