ახალგაზრდების კვლევა

FES: ახალგაზრდების 75% მშობლებთან ერთად ცხოვრობს

FES

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 75% მშობლებთან ერთად ცხოვრობს. 62% კი ფინანსურად მის მშობლებზეა დამოკიდებული. 

კვლევამ გამოავლინა, რომ გამოკითხულთა 55% მშობლებს კარგად ეწყობა, გამოკითხულთა იგივე რაოდენობა აცხა- დებს, რომ მისი პოლიტიკური შეხედულებები დაკავშირებულია მისი მშობლე- ბის შეხედულებებთან. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (48%) გადაწყვეტი- ლებას იღებს მშობლებთან ერთად, თუმცა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი აცხა- დებს, რომ ისინი თავისუფალი და დამოუკიდებლები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში (44%).

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა პირისპირ ინტერვიუებს და ფოკუსჯგუფის დისკუსიებს. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პირისპირ ინტერვიუ და 24 ფოკუსჯგუფის დისკუსია. კვლევის ფოკუსს წარმოადგენდა ახალგაზრდა თაობის სოციალურ-ეკონომიკურ თემებთან არსებული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შესწავლა.

კომენტარები