ახალგაზრდების კვლევა

FES: ახალგაზრდების 75%-ის აზრით, სამსახურის პოვნისთვის ნაცნობებია მნიშვნელოვანი

FES

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 19% დასაქმებულია სრული განაკვეთით, 7% კი ნახევარი განაკვეთით ან თვითდასაქმებულია. ახალგაზრდების უმრავლესობა - 75% მიიჩნევს, რომ სამსახურის პოვნის განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია მეგობრები/ნაცნობები. სახელმწიფოს მიმართ დაბალი ნდობის მიუხედავად, ახალგაზრდების 42% დაინტერესებულია საჯარო სექტორში დასაქმებით.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა პირისპირ ინტერვიუებს და ფოკუსჯგუფის დისკუსიებს. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პირისპირ ინტერვიუ და 24 ფოკუსჯგუფის დისკუსია. კვლევის ფოკუსს წარმოადგენდა ახალგაზრდა თაობის სოციალურ-ეკონომიკურ თემებთან არსებული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შესწავლა.

კომენტარები