პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა

პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა, სავარაუდოდ, მარტში შედგება

facebook.com/PresidentMargvelashvili

პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა, სავარაუდოდ, მარტში შედგება. ამის შესახებ კომენტარი გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააკეთა.

"იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პრეზიდენტს სულ ახლახან ჰქონდა მიმართვა ახალარჩეული პარლამენტის მიმართ და პრეზიდენტის დღის წესრიგიდან გამომდინარე, კონსულტაციები გავმართეთ საქართველოს პარლამენტთან, შევჯერდით, რომ უპრიანი იქნებოდა, პრეზიდენტის გამოსვლა შემდგარიყო მოგვიანებით, გაზაფხულზე, სავარაუდოდ, მარტში", - აღნიშნა ანა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა შეეხება ყველა იმ საკითხს, რომელიც "საჭირბოროტოა საქართველოს მოსახლეობისათვის და რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოს პარლამენტმა".

კომენტარები