პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა

აბაშიძე: ეს იყო პრეზიდენტის საუკეთესო გამოსვლა

timer.ge

საპარლამენტო ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრის ზურაბ აბაშიძის შეფასებით, "სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს იყო პრეზიდენტის საუკეთესო გამოსვლა, რომელიც მე მომისმენია გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტის რანგში". მისი თქმით, პრეზიდენტმა აუცილებელი აქცენტები გააკეთა.

"მან პირველ რიგში აღნიშნა, რომ სწორედ თავისუფალი დემოკრატების გასვლით ოპოზიციაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა ქვეყანაში. ამავდროულად, სამი წამყვანი მინისტრი იმ სფეროების, რომლებზეც ვსაუბრობთ ჩვენ, რომ დღეს ევროატლანტიკური და ევროპული კურსი არ უნდა შეიცვალოს, კაბინეტში აღარ არის. დეკლარირება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ გადაუხვევს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, არ არის საკმარისი. ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული საქმეები, კონკრეტული ქმედებები ხელისუფლებისა და მთავრობის მხრიდან - რას აპირებს, როგორ აპირებს და ჩვენ ამას კიდევ ერთხელ დავაკვირდებით. არავითარ შემთხვევაში არ დავინდობთ მთავრობას ნებისმიერი არასწორი საქმის გაკეთებისას და, რა თქმა უნდა, ინსტიტუტების სიძლიერეში სწორედ ამას გულისხმობდა პრეზიდენტი, რომ არ შეიძლება დაშინებული გყავდეს შენ ვინმე ქვეყანაში. საზოგადოება რეფორმებს ელის და ჩვენ კი არ უნდა ვისაუბროთ ნაციონალური მოძრაობის 9 წელზე, რომელიც, ჩემთვის პირადად, წარსულია უკვე, არამედ იმ ორ წელიწადზე - დღეს ხელისუფლებამ რა გააკეთა, რა შეცვალა, რა ტემპებით მიდის, როგორ აპირებს ქვეყნის განვითარებას, ევროპეიზაციას, ევროატლანტიკურ სივრცეში დაახლოებას, რომელზეც ასევე იყო საუბარი. როგორ აიღო ქართულმა ოცნებამ პასუხისმგებლობა, რომ განავითარებდა და გამიჯნავდა უსაფრთხოებისა და პოლიციურ საკითხებს, მაგრამ ჯერჯერობით, ეს დაპირებები დაპირებებად რჩება. ჩვენ ამაზე შიგნით ვსაუბრობდით ყოველთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ეს საჯაროდ და ღიად განვაცხადოთ. ამიტომ, ჩვენ ველოდებით ხელისუფლების კონკრეტულ ნაბიჯებს, რას გააკეთებს და რასაც გააკეთებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ დაგვეზარება, რომ ის პოზიტიური ნაბიჯები შევაფასოთ პოზიტიურად და რაც არ იქნება გაკეთებული, ამაზე ძალიან სერიოზული პასუხების მოთხოვნის დღეები დადგება", - განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები