პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა

საპარლამენტო უმცირესობამ დებატების არარსებობის გამო სხდომა დატოვა

საპარლამენტო უმცირესობამ, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დებატების არარსებობის გამო, სხდომათა დარბაზი დატოვა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ დარბაზის დატოვების მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ ოპოზიციას არ ეძლევა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. 

ენმ-ის წევრების საქციელს პარლამენტის თავმჯდომარემ სამარცხვინო უწოდა. მისი თქმით, პრეზიდენტი არ არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი ფიგურა და უმცირესობას რა დებატები უნდა მასთან, არ ესმის. 

"პრეზიდენტის დებატებში გამოწვევა გაუგებარი ამბავია. საქართველოს პრეზიდენტი არ არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი ფიგურა. პრეზიდენტი არ არის პასუხისმგებელი იმაზე თუ რამე ჩავარდნაა ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებელი მთავრობა და პარლამენტია. პრეზიდენტთან რა დებატები უნდათ პატივცემულ კოლეგებს, მე არ მესმის", - განაცხადა უსუფაშვილმა და ენმ-ის მიერ დარბაზის დატოვების შემდეგ სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები