სტამბოლში მიკროავტობუსში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. მათ შორის, 4 სტუდენტი და მიკროავტობუსის მძღოლი.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის საკუთრება იყო.
აფეთქების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ მიკროავტობუსში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.