ლიტერატურული პრემია საბა

ლიტერატურული პრემია "საბას" ნომინაციებში გამარჯვებულები - 2017

ლიტერატურული პრემია "საბა"

ლიტერატურული კონკურსის "საბა" ჟიურიმ წლევანდელი კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელა.


საუკეთესო რომანი

ალეკო შუღლაძე "გადამალვა"

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

რუსუდან რუხაძე "ერთი თქვენგანი გამცემს"

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

ნანა ტრაპაიძე "ლიტერატურა და ლიტერატურა".

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

ლევან ბერძენიშვილი "წიგნიერების ევოლუცია".

საუკეთესო დებიუტი 

ბექა ახალაიას "ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის".

მკითხველის რჩეული ნომინაციაში "საუკეთესო დებიუტი" 

ზურა აბაშიძე "როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი".

საუკეთესო ელექტრონული წიგნი

ანდრო ბუაჩიძეს "გაზაფხული მოდის ღამეში" და ლუკა ბაქანიძე "სად ხარ, ლაზარე..."

საუკეთესო ქართული თარგმანი

ხათუნა ცხადაძე უმბერტო ეკოს "ფუკოს ქანქარის" თარგმანისთვის.

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი

სიბილა შულცეს ანა კორძაია-სამადაშვილის "ვინ მოკლა ჩაიკას" გერმანულ ენაზე თარგმანისათვის.

საუკეთესო პიესა

ლაშა თაბუკაშვილი "სადღაც, ცისარტყელას მიღმა...

საუკეთესო პოეტური კრებული

ვახტანგ ჯავახაძეს კრებულისთვის "ელეგია და სხვა".

დაბოლოს, ლიტერატურული პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა პოეტ ლია სტურუას:

"რომელმაც უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლო ქართული ლექსის რეფორმა, მაშინ, როდესაც თავისუფალი ლექსი პირდაპირ პროტესტად მიიჩნეოდა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა პოეზიისადმი მიდგომა და დიდი გავლენა მოახდინა მის შემდგომ ქართულ პოეზიაზე".

კომენტარები