დონალდ ტრამპი

შესაძლოა ტრამპი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დემილიტარიზებულ ზონაში ჩავიდეს

AP

სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტოს, Yonhap news agency-ს მიხედვით ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებული დემილიტარიზებული ზონა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აზიური ტურის ფარგლებში მოსანახულებელი ადგილების სიაში ერთ-ერთი კანდიდატია. ტრამპი ასევე ეწვევა იაპონიას, ჩინეთს, ვიეტნამს და ფილიპინებს.

ინფორმაცია კორეის ნახევარკუნძულზე აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების მიერ განხორციელებული საჰაერო წვრთნების პარალელურად გავრცელდა.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებულ დემილიტარიზებულ ზონას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტებიც სტუმრობდნენ. მათ შორის ბარაკ ობამა 2012 წელს და ბილ კლინტონი 1993 წელს რომელმაც ზონას "დედამიწაზე ყველაზე საშიში ადგილი" უწოდა.

თეთრი სახლი გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები