ბიორკი

საქართველოში ბიორკის კონცერტებს ისლანდიელი დირიჟორი უხელმძღვანელებს

Wallpaper.com

საქართველოში ბიორკის კონცერტებს ისლანდიელი დირიჟორი უხელმძღვანელებს.

ისლანდიელი მუსიკოსის საქართველოში დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით თბილისს, ასევე ცნობილი ისლანდიელი, ახალგაზრდა დირიჟორი, ბარნი ფრიმან ბარნასონი ესტუმრება. ბარნასონი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, ორივეკონცერტზე - 31 ოქტომბერს და 3 ნოემბერს უდირიჟორებს. ბარნი ფრიმან ბარნასონი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი არტისტი, 2016 წელს ისლანდიაში ნაციონალური მუსიკის ორდენით დააჯილდოვეს.

ცნობილია, რომ ბიორკის პროგრამა საქართველოში ჩასატარებელი ორივე ღონისძიების განმავლობაში იდენტური იქნება, რომელიც ძირითადად მის 2015 წლის ალბომს, "Vunicura"-ს ეხება. "Vulnicura Strings" ალბომის აკუსტიკური ვერსიაა, რომელიც სიმებიან საკრავებზეა დაფუძნებული. ბიორკი ცნობილ კომპოზიციებს სწორედ ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს.

"ჩემთვის ალბომებში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო აკუსტიკური და ელექტრონული მუსიკის სინთეზი, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში მივხვდი რომ ადამიანებისთვის ზოგჯერ საჭიროა ტექნოლოგიისგან დისტანცირება და მთლიანად აკუსტიკურ ინსტრუმენტებზე
დაყრდნობილი მუსიკალური თავგადასავალი. ჩემთვის სიმები ადამიანის ნერვულ სისტემას ჰგავს. ხმა და ჩასაბერი ინსტრუმენტები ფილტვებია. ბიტები ცეკვასა და გულის ცემას მოგვაგონებს. მაგრამ როდესაც სიმებიან ინსტრუმენტებზე მიდგება საქმე, ამ დრო ჩვენი ნერვები ვიბრირებენ. სწორედ, ამის გამოა რომ ყველას დადებითი დამოკიდებულება გვაქვს სიმების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც რთულ პერიოდს გავდივართ ცხოვრებაში“- თქვა ბიორკმა.

საქართველოში ბიორკის კონცერტების წარმდგენი მუსიკალური პლატფორმა SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი Room Hotels-ია.

კომენტარები