მარიკა ლორთქიფანიძე

აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

ისტორიკოსი, მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის გამგე მარიკა ლორთქიფანიძე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ის 1922 წელს ბათუმში დაიბადა. 1943 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1956 წლიდან უფროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1966 წლიდან წამყვან მეცნიერ–თანამშრომლად, 1972–1978 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი(1963), პროფესორი(1965).

მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, საქართველოს სახელმწიფო პრემია, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება და ღირსების ორდენი. 

მარიკა ლორთქიფანიძეს გამოქვეყნებული აქვს დაახლოებით 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. მისი ხელმძღვანელობით 1996 წელს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.

კომენტარები