მარიკა ლორთქიფანიძე

კობახიძე: მარიკა ლორთქიფანიძემ, როგორც გამორჩეულმა პატრიოტმა, თავად შექმნა ისტორია

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ისტორიის მემატიანის, დიდი ქართველი მეცნიერის, ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. მარიკა ლორთქიფანიძე ჩვენი თანამედროვეობის გამორჩეული და სამაგალითო მოღვაწე იყო. ქალბატონმა მარიკამ ურთულესი მისია აირჩია და იგი ამ მისიას მთელი ცხოვრების მანძილზე თავდადებით ასრულებდა - იგი მომავალ თაობებს ცოდნისა და პატრიოტული ღირებულებების მტკიცე ფუნდამენტს უქმნიდა. როგორც გამორჩეულმა პატრიოტმა და საზოგადო მოღვაწემ, მან თავად შექმნა ისტორია. მისი სახელი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში, რომლის შესწავლასა და დაცვას ქალბატონმა მარიკამ მთელი ცხოვრება შეალია. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ ქალბატონი მარიკას ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ისტორიკოსი, მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის გამგე მარიკა ლორთქიფანიძე დღეს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები