მარიკა ლორთქიფანიძე

პრემიერი მარიკა ლორთქიფანიძეზე: დავკარგეთ საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარი

დიდ მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი მეცნიერის მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. ქალბატონმა მარიკამ მთელი ცხოვრება საქართველოს ისტორიის კვლევას და ისტორიკოსთა არაერთი თაობის აღზრდას მიუძღვნა. მისი სახით ქვეყანამ დაკარგა დიდი მეცნიერი და საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარი. სამძიმარს ვუცხადებ მარიკა ლორთქიფანიძის ოჯახს, ახლობლებს, ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას და მთელ საქართველოს.

საქართველოს პრემიერმინისტრი აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ისტორიკოსი, მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის გამგე მარიკა ლორთქიფანიძე 96 წლის ასაკში, დღეს გარდაიცვალა.

კომენტარები