მარიკა ლორთქიფანიძე

მერია: მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკარგია თბილისისთვის

თბილისის მერია
თბილისის მერია

აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

"ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკარგია თბილისისთვის, სახელმიფო უნივერსიტეტისთვის, ქართული მეცნიერებისთვის. სამაგალითო მოქალაქე, პატრიოტი ქართველი, თვალსაჩინო ისტორიკოსი, ჯავახიშვილის მემკვიდრეობის საუკეთესო დამცველი და გამგრძელებელი ღვაწლმოსილი წავიდა ჩვენგან. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, კოლეგებს, უნივერსიტეტს და მის სტუდენტებს. მარიკა ლორთქიფანიძის სახელი მუდამ დარჩება მომავალ თაობების ხსოვნას და ქვეყნის ისტორიას."- წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისტორიკოსი, მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის გამგე მარიკა ლორთქიფანიძე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

კომენტარები