ოცნების პოლიტსაბჭო

ჭკუასელი: მე ვაპირებ დავტოვო პოლიტსაბჭო, პრობლემა არ არის, თუ ივანიშვილი მეტყვის

თემურ ჭკუასელი
ტაბულა

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ერთერთი წევრი თემურ ჭკუასელი ამბობს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი ეტყვის პოლიტსაბჭოს დატოვების პრობლემა არ აქვს. ამის შესახებ ჭკუასელმა დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. 

ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭო 13-დან 15-მდე ადამიანით დაკომპლექტდება. შემცირდება პოლიტიკური საბჭოს წევრების რაოდენობა. მე ვაპირებ დავტოვო პოლიტიკური საბჭო, პრობლემა არ არის, თუ ბიძინა ივანიშვილი მეტყვის. დაახლოებით ვიცი, რომ პოლიტიკურ საბჭოში იქნებიან პარტიის წევრები, მაგრამ არა დეპუტატები და არა მინისტრები. პარტიის პოლიტსაბჭოს ეხება მხოლოდ პარტიის საკითხები. პარლამენტარს გაცილებით მეტი საქმე აქვს, მე დეპუტატი ვარ და ხალხთან უნდა მქონდეს ურთიერთობა. გადახალისება სჭირდება აბსოლუტურად ყველაფერს, მათ შორის პილიტიკურ საბჭოს“, - განაცხადა ჭკუასელმა.

მისივე თქმით, დღევანდელ პოლიტსაბჭოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. ამ წუთებში ქართული ოცნების ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები იკრიბებიან.

კომენტარები