ტყიბულის შახტი

ბახტაძე: მინდელის შახტი დროებით დაიხურება

პარლამენტი

პრემიერმინისტრის თქმით, ტყიბულის მინდელის შახტი დროებით დაიხურება. 

ბახტაძის განცხადებით, "სახელმწიფო ვერ დაუშვებს თავისი მოქალაქეების საკუთარი მოქალაქეების და სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაუცველობას

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. შახტის დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასი აუნაზღაურდებათ". 

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციის გამო ჭერი ჩამოიშალა, რის შედეგადაც შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატები - 1961 წელს დაბადებული მ.ლ, 1963 წელს დაბადებული მ.გ, 1988 წელს დაბადებული ლ.ფ და 1961 წელს დაბადებული ი.ქ სხეულის მძიმე დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალნენ.

ტყიბულის შახტში ანალოგიური მიზეზით, კედლების დეფორმაციის და შემდეგ მათი ჩამოშლის გამო 6 ადამიანი აპრილშიც დაიღუპა. 

გამოძიება მაშინაც, ისევე როგორც დღეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიიღო და შესაბამისი განკარგულებაც გამოსცა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

კომენტარები