პრეზიდენტის სიძის დაკავება

ადვოკატი: მინდია გოგოჭური ბრალს არ აღიარებს

პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ადვოკატი შოთა მანელიძე ამბობს, ჩხრეკის დროს სამართალდამცველებს სახლიდან კანონსაწინააღმდეგო ნივთები არ ამოუღიათ.

„ის მონდომება და მოწადინება, რაც მე გუშინდელ ღამეს ვნახე, მთელი ღამის განმავლობაში იმთავითვე ვიცოდით, რომ უკანონო იქ არაფერი არ იყო, თუმცა თვალსაჩინოებისთვის ჩვენ მზად ვიყავით, რომ ნებისმიერი კუთხე ნებისმიერი კუნჭული სახლში დათვალიერებულიყო სათანადოდ. რომელ იარაღზე საუბრობთ?დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ერთს კი არა ორ იარაღზე ყოფილა საუბარი. დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი დაკავშირებული ან მინდია გოგოჭურთან ან რაზმაძესთან არ არსებობს", -ამბობს მანელიძე

ადვოკატის ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

"ცალსახად აფიქსირებდა, როგორც სამართალდამცველებთან ასევე ჩემთან შეხვედრის დროს, რომ ასეთს არაფერს ბუნებაში არ აქვს რეალობასთან კავშირი", - თქვა შოთა მანელიძემ.

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური გვიან ღამით, თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მინდია გოგოჭურმა და  დაკავებისას იარაღი ბინიდან გადმოყარეს.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებულთან გიორგი რაზმაძესთან ერთად დააკავეს. გამოძიება გოგოჭურს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები