მიკ ჯაგერი

ოპერაციის შემდეგ მიკ ჯაგერი ბალეტის შოუზე გამოჩნდა

Hot Pop Today

18 აპრილს ლეგენდარული როკ-ვარკვლავი კარდიოქირურგიული ოპერაციიდან ორი კვირის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. ის როლინგ სტოუნსის ბალეტის “Porte Rouge” პრემიერას დაესწრო.

“ვიმედოვნებ, რომ მოგეწონებათ ეს შესანიშნავი, ახალი ბალეტი და რა თქმა უნდა, მუსიკაც,” - მიკ ჯაგერმა უთხრა მაყურებლებს.

შოუს მიმდინარეობისას ჯაგერი კულისებიდან მხარს უჭერდა თავის მეგობარ გოგონას მელანი ჰამრიკს, რომელმაც მასთან კოლაბორაციით შექმნა შოუ.

“ის მხარს მიჭერდა… მე სიმღერები ავარჩიე, ხოლო მთელ მუსიკაზე მან იმუშავა,” - აღნიშნა ჰამრიკმა.

შოუ Youth America Grand Prix-ის მე-20 იუბილეზე გაიმართა, რომელიც მსოფლიოში ახალგაზრდების საერთაშორისო საბალეტო შეჯიბრისა და ცეკვის საგრანტო პროგრამის უდიდესი ორგანიზაციაა.

შეგახსენებთ, რომ 30 მარტს ჯგუფმა Rolling Stones-მა გამოაცხადა, რომ ამერიკისა და კანადის ტურნეს კონცერტები გადაიდო, რადგან მიკ ჯაგერს მკურნალობა სჭირდებოდა.

მაშინ, ჯგუფის წევრებს არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად ჯანმრთელობის რა პრობლემები ჰქონდა მომღერალს, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ მას გულის პრობლემები დაუდგინეს. მიკ ჯაგერის გულის სარქვლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

სავარაუდოდ, მიკ ჯაგერი სცენაზე ზაფხულისთვის დაბრუნდება.

კომენტარები