რომან კაკულია

რომან კაკულია ნეიტრალიტეტზე: ვემხრობი ამ თემაზე ღია დიალოგის გახსნას

მე ვემხრობი ამ თემაზე ღია დიალოგის გახსნას იმიტომ, რომ არ შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში ტაბუდადებული თემები, რომლებიც ღრმა ანალიზის გარეშე მიდის რაიმე დასკვნამდე. ვემხრობი ამ თემაზე გახსნას და როდესაც ამ თემაზე შედიხარ, აქ ძალიან ბევრი ფორმატებია საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ საზოგადოების აზრი ზუსტად გავიგოთ, ზუსტად დავსვათ შეკითხვები, რომლებიც არსებობს და მერე, თავისთავად ცხადია, არ ვიცი თქვენ რამდენად გახსოვთ, მაგრამ მე მახსოვს როდესაც ეს ქვეყანა მიისწრაფოდა კომუნიზმისკენ და ყველა იმეორებდა ერთი და იგივე სიტყვას. არც ასეთი მისწრაფება მინდა მე არცერთი ორგანიზაციისკენ, თუ ბოლომდე არ არის გააზრებული ის ყველა გამოწვევა და დადებითი შედეგი, რომელიც ამას მოჰყვება. მივესალმები ფორმატებს, როდესაც დაიწყება სიღრმისეული ანალიზი ჩვენი გადაწყვეტილების ამ მიმართულებით.

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა რომან კაკულიამ ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტთან "პარტიოტთა ალიანსის" "სამხედრო მიუმხრობლობის" მოთხოვნაზე.

კომენტარები