მოგმართავთ და გთხოვთ ყველას, მე არ ვიცი ეს პროცესი სადამდე შეიძლება მივიდეს, ნურც ნურავის ნერვებს ნუ ცდით. მოგიწოდებთ ყველას, აი იმ დეპუტატს, რომელსაც ბოკერია ჰქვია, ადგეს მოუხადოს კოლეგებს ბოდიში. ეს არის ღირსების საკითხი, კოლეგიალურობის საკითხი, აი ასეთი გამოსვლებისთვის და ტერმინებისთვის რაც ისმოდა და ლაპარაკობდა, რომ ის არის სიძულვილის ენა, ადამიანების ლანძღვა. ან გააძევეთ დარბაზიდან ან მერე და მერე რაც მოხდება პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ იმ ადამიანებს ვინც ამას იტანს. ადგეს, ყველა კოლეგას ბოდიში მოუხადოს აი ასეთი ტერმინებისთვის, აი ასეთი სიტყვებისთვის, რომელიც უკადრისია, როდესაც პლენარული სხდომა მიმდინარეობს და ვიღაცას რაღაც ოდნავ მაინც წამოსცდება, არიქადა ერთ ამბავს ტეხავენ
საქართველოს პარლამენტი
პაპუაშვილი: ბოკერია გააძევეთ ან მომხდარზე პასუხისმგებლობა ვინც იტანთ იმათ დაგეკისრებათ
tbl.ge/3rbi
დაკოპირდა
ურმავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი გიგა ბოკერიას გამოსვლის პასუხად, რომელიც საარჩევნო უბნებზე ოცნების მხარდამჭერი კრიმინალების მობილიზებაზე და მუქარებზე საუბრობდა. ბოკერიამ ურავლესობა მათთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, "კრიმინალურ სამყაროსთან ვალდებულებების აღებას, კრიმინალის ზრდა მოჰყვება". "ვოლსკი, კოპალიანი, მაღრაძე - კომპარტიის წევრები გყავთ, "რეჟიმზე" ვის უკითხავთ მორალს",- თქვა მან.
ამავე თემაზე
- რაქვიაშვილი ელისაშვილზე: სულელი უნდა იყო, წამქეზებელს აყვე და ჩხუბი შენით დაიწყო
- მდინარაძე ელისაშვილზე: ქურდულად მოპარვა რომელ კაცობაში ზის, საკადრისი პასუხი გაეცემა
- მელია ელისაშვილს: გაგიმარჯოს
- მდინარაძე ივანიშვილზე: მორჩილება არ გვაქვს, თანაბარ საწყისებზე ვმართავთ პარტიას
- საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ღარიბაშვილის ქონებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს