ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, საქართველოში ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.
"უახლოეს დღეებში ძალიან კარგ სიახლეებს გაიგებთ ჩვენგან. არ დავასწრებ მოვლენებს”, – თქვა პირველი არხის ცნობით, ნათია თურნავამ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Wizzair-მა 12 ახალი მიმართულების დამატება 2020 წლის მეორე ნახევრისთვის გადადო.