აივ/შიდსი

2020 წლის 13 მაისამდე შიდსის ცენტრში 8299 აივ ინიცირებული ადამიანი დარეგისტრირდა

შიდსის ცენტრი
  • საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ-ტესტირება უფასოა. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18

შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის 13 მაისის მონაცემებით, შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8299 აივ ინფიცირებული პირი.

მათგან 6196 კაცია, 2103 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა, 1690 გარდაიცვალა.

30 აპრილის მონაცემებით, არვ მკურნალობას იტარებს 5200 (4614 + 586 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია. ბავშვებს შორის 8 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

48.4 % (4019) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;

37.3 % (3093) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;

11.9 % (991) - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;

1.3 % (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;

0.5 % (41) - სისხლის რეციპიენტია;

0.6 % (46) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3074 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 - დაუდგენელი); სამეგრელოში - 1147; იმერეთში - 998; აჭარაში - 949; აფხაზეთში - 525; კახეთში - 408; ქვემო ქართლში - 473; შიდა ქართლში - 304; გურიაში - 175; სამცხე-ჯავახეთში - 112 და ა.შ.

2020 წელს გარდაიცვალა 55 აივ ინფიცირებული. მათგან 45 კაცია, 10 - ქალი.

2019 წელს - 116, 2018 წელს. - 135;

2017 წელს - 127,

2016 წელს - 168,

2015 წელს - 94,

2014 წელს - 84;

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 - ბიჭი, 46 - გოგო. მათგან 27 გარდაიცვალა, 3 - ქვეყნიდან გავიდა.

რა არის აივ/შიდსი

აივ, იგივე ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი. შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი - ეს არის ვირუსი, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს, როდესაც 1980 წლებში აშშ-ში გავრცელდა. ამ ქვეყანაში ის, სავარაუდოდ, აფრიკიდან გავრცელდა, საიდანაც სამედიცინო მიზნებისთვის სისხლის იმპორტი ხდებოდა. სისხლის ნაწილი, სავრაუდოდ, აივ/შიდსით-ით იყო ინფიცირებული.

ვირუსით დაინფიცირებიდან 2-4 კვირის განმავლობაში, გრიპის მსგავსი სიმპტომებით ვითარდება. ამას ე.წ. ფანჯრის პერიოდი ეწოდება და თუ ადამიანი ანალიზს დაინფიცირებიდან 2-4 კვირის შუალედში გაიკეთებს, შესაძლოა აივ-ზე უარყოფითი პასუხიც მიიღოს, ამიტომ, შესაბამის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ანალიზის ხელახლა გაკეთება აუცილებელია.

მას შემდეგ, რაც აივ ინფექცია ორგანიზმში მოხვდება, მთავარი სამიზნე CD4, ე.წ იმუნიტეტის უჯრედები, ხდება. აივ ვირუსის უჯრედები სწორედ იმუნიტეტის უჯრედებს აზიანებს, რაც საბოლოოდ მათ კვდომას იწვევს. ამას კი, ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა დასუსტებამდე მიჰყავს.

სისხლში CD4-ის რაოდენობა 600-დან 1200 ერთეულამდე მერყეობს, აივ-ის "შეტევის"შედეგად კი მათი რაოდენობა მცირდება. როდესაც იმუნიტეტის უჯრედები 500-ს ჩამოსცდება, რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება, რომელიც საქართველოში უფასოა.

იმ შემთხვევაში კი, თუ ამ უჯრედების რაოდენობა 200-ზე ნაკლები გახდა, ვითარდება შიდსი, რომელიც განკურნებას არ ექვემდებარება. 90-იან წლებში, შიდსის ეტაპზე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 18 თვემდე მერყეოდა, ახლა კი, მკურნალობის დახმარებით, შიდსის ეტაპზე მყოფი ადამიანების სიცოცხლე ათწლეულებიც შეიძლება გაგრძელდეს.

აივ-ით ინფიცირების რისკის მაღალ ჯგუფს მიეკუთვნებიან:

  • მამაკაცები რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცებთან (მსმ)
  • ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლები
  • სექს მუშაკები

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გადაცემა ხდება სისხლით, სპერმით, ვაგინალური სეკრეტითა და დედის რძით.

გადაცემას ასევე იწვევს შიდსით დაავადებულთან დაუცველი (კონდომების გამოყენების გარეშე) სქესობრივი კავშირი და კონტაქტი სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებულ პარტნიორთან, რაც ინფექციის გადაცემის რისკს ზრდის. ასევე, რისკ ფაქტორია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისას დაბინძურებული შპრიცების გამოყენება.

აივ ინფექციის გადაცემა შეიძლება მოხდეს:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს
  • შიდსით დაავადებული დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს
  • დაბინძურებული ნემსების ან სხვა ბასრი საგნების ჩხვლეტისას (რისკ-ჯგუფს სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს)
  • ჰემოტრანსფუზიის დროს (ინფიცირებული სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმისას)
  • ტრანსპლანტაციის დროს (ორგანოების ან ქსოვილების გადანერგვისას)

ვირუსი არ გადაეცემა:

  • წყლით
  • ჰაერით
  • მწერებით
  • ნერწყვით, ოფლით ან ცრემლით.
  • ხელის ჩამორთმევით
  • საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით
  • კოცნით
  • საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობისას

კომენტარები