აივ/შიდსი

2020 წელს საქართველოში აივ ინფიცირების 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში აივ ინფიცირების 372 ახალი შემთხვევა აღირიცხა. შარშან ამავე პერიოდში ინფიცირების 449 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

2020 წლის 2 სექტემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8 474 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6 326 მამაკაცია და 2 148 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 340 პაციენტს განუვითარდა. 1 734 გარდაიცვალა. 

2 სექტემბრის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 5 220 პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 

  • 36.6 % (3107) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია 
  • 49.0 % (4150) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად 
  • 12.0 % (1020) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან 
  • 1.3 % (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით 
  • 0.5 % (41) - სისხლის რეციპიენტია
  • 0.6 % (47) - გადაცემის გზა დაუდგენელია  

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი, 3 148 შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3 148 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი) სამეგრელოში - 1 165; იმერეთში - 1 017; აჭარაში - 970; აფხაზეთში - 528; კახეთში -  419 ქვემო ქართლში - 485; შიდა ქართლში - 314; გურიაში - 180; სამცხე-ჯავახეთში - 113 და ა.შ. 

2020 წელს 99 აივ ინფიცირებული გარდაიცვალა. მათ შორის 79 მამაკაცია და 20 ქალი. 

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა. 27 გარდაიცვალა, 3 ქვეყნიდან გავიდა. 108 ვერტიკალური გადაცემით დაინფიცირდა - მათგან 1 ძუძუთი კვებით. 4 სისხლის რეციპიენტია, 2 კი დაუდგენელია.

 

კომენტარები