ბრაზილია

ბრაზილიაში მეწყერს 100-მდე ადამიანი ემსხვეპლა

ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში მეწყერს 100-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქალაქი რიო-დე-ჟაინეროს შტატის ჩრდილოეთით მთიან ზონაშია განლაგებული. გადარჩენილთა საპოვნელად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

ბრაზილიის ეროვნული სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა 24 ადამიანი გადაარჩინეს. 35 ადამიანი უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაიღუპა 94 ადამიანი. 300-მდე ადამიანი თავშესაფრებსა და სკოლებშია გადაყვანილი.

რიო-დე-ჟაინეროს გუბერნატორის კლაუდიო კასტროს შეფასებით ქალაქში მდგომარეობა ომს ჰგავს. პეტროპოლისის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პეტროპოლისი რიო-დე-ჟანეიროს შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, მთიან რეგიონში მდებარეობს, სადაც ძლიერი წვიმით გამოწევეული მეწყერები ხშირია. ბუნებრივმა კატასტროფამ პეტროპოლისსა და მიმდებარე ქალაქებს ყველაზე დიდი ზიანი 2011 წელს მიაყენა, როდესაც მეწყერმა და წყალდიდობამ 900-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები