თავდასხმა ვატო წერეთელზე

ოხანაშვილი ჟურნალისტს: დავალება გაქვთ, რომ ყურში ისევ მიყვიროთ?

გავიგე თქვენი შეკითხვა, თქვენ დავალება გაქვთ, რომ ყურში ისევ მიყვიროთ? 

მიმართავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტს.  TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს. ოხანაშვილი ამბობს, რომ ვატო წერეთელმა ყურში "უბინძურესი სიტყვები" უთხრა. 

კომენტარები