შრი-ლანკა

შრი-ლანკის პრეზიდენტი მალდივებზე გაქცევის შემდეგ, ოფიციალურად გადადგა

გოტაბაია რაჯაპაკსა

შრი-ლანკის პრეზიდენტი, გოტაბაია რაჯაპქსა ოფიციალურად გადადგა, რის აღსანიშნავადაც მომიტინგეები დედაქალაქში შეკირიბნენ. რაჯაპაქსამ პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გასულ კვირას მას შემდეგ მიიღო, რაც ეკონომიკური კრიზის გამო მოსახლეობის პროტესტი გამწვავდა.

მანამდე, გოტაბაია რაჯაპაკსა ქვეყნიდან გაიქცა. რაჯაპაკსა, ცოლთან ერთად, მალდივებზე გადაფრინდა და შემდეგ სინგაპურში გადავიდა. 

მისი თანამდებობიდან წასვლა ნიშნავს მომიტინგეების წარმატებას: ისინი თვეების განმავლობაში ითხოვდნენ როგორც რაჯაპაქსას, ისე პრემიერ მინისტრ რანილ ვიკრემესინგეს გადაყენებას.

მას შემდეგ, რაც 9 ივლის დემონსტრანტები პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ და მის გადადგომას ითხოვდნენ, რაჯაპაკსა იმალებოდა. რაჯაპაკსამ პირობა დადო, რომ 13 ივლისს გადადგებოდა.

რაჯაპაკსას გაქცევით შრი-ლანკაში მისი ოჯახის ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებული მმართველობა დასრულდა.

გასულ კვირაში მომიტინგეები, პრეზიდენტის რეზიდენციის გარდა, ფინანსთა სამინისტროს შენობაშიც შეიჭრნენ, რომელიც თვეების განმავლობაში მჯდომარე საპროტესტო აქციის ადგილი იყო. პოლიციამ ხალხის შეკავება ვერ შეძლო. მომიტინგეები პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაკსას გადადგომას ითხოვენ.

შრი-ლანკა პირველი სახელმწიფო გახდა აზიაში, რომელსაც საგარეო ვალი ორ ათწლეულზე მეტია არ გადაუხდია. მან ამოწურა უცხოური სავალუტო რეზერვები, შედეგად, ქვეყანაში საწვავის, მედიკამენტების და საკვების დეფიციტი აქვთ. კუნძულს 50 მილიარდ დოლარზე მეტი საგარეო ვალი აქვს: ყველაზე დიდი წილი კერძო ობლიგაციების მფლობელებზე მოდის, რასაც მოჰყვება კრედიტორები და ქვეყნები, მათ შორის იაპონია, ჩინეთი და ინდოეთი.

კომენტარები