შრი-ლანკა

შრი-ლანკაში დემონსტრანტები პრემიერმინისტრის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ

შრი-ლანკის პრემიერმინისტრის ოფისის მიმდებარე ტერიტორია, 2022 წლის 13 ივლისი.
BBC

შრი-ლანკაში დემონსტრანტები, რომლებიც პრეზიდენტის გარდა, პრემიერმინისტრის გადადგომასაც ითხოვდნენ, პრემიერის ოფისში შეიჭრნენ. ცრემლსადენი გაზის გამოყენების მიუხედავად, პოლიციამ მათი შეკავება ვეღარ შეძლო.

როგორც BBC-სთან პრემირმინსიტრის, რანილ ვიკრამასინგჰეს წარმომადგენელმა თქვა, პრემიერი ადმინისტრაციის შენობაში არ იმყოფება და მას ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. 

აქამდე, პრეზიდენტი რეზიდენტი, გოტაბაია რაჯაპაკსა ქვეყნიდან მადლივებზე გაიქცა. შრი-ლანკის პარლამენტის სპიკერის ცნობით, რაჯაპაკსას გადადგომის წერილი დღეს გამოქვეყნდება.

BBC-ის ცნობით, პრემიერმა ვიკრამასინგჰემ დანიშნა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

რაჯაპაკსას გაქცევით შრი-ლანკაში მისი ოჯახის ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებული მმართველობა დასრულდა.

ქვეყანა დატოვა გაქცეული პრეზიდენტის ძმამაც, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, ბასილ რაჯაპაკსამ.

პრეზიდენტის გაქცევის მიუხედავად, შრი-ლანკის პრემიერმინისტრმა, რანილ ვიკრამასინგჰემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის დასავლეთ პროვინციაში დაწესებულია კომენდანტის საათი.

გასულ კვირაში მომიტინგეები, პრეზიდენტის რეზიდენციის გარდა, ფინანსთა სამინისტროს შენობაშიც შეიჭრნენ, რომელიც თვეების განმავლობაში მჯდომარე საპროტესტო აქციის ადგილი იყო. პოლიციამ ხალხის შეკავება ვერ შეძლო. მომიტინგეები პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაკსას გადადგომას ითხოვენ.

შრი-ლანკა პირველი სახელმწიფო გახდა აზიაში, რომელსაც საგარეო ვალი ორ ათწლეულზე მეტია არ გადაუხდია. მან ამოწურა უცხოური სავალუტო რეზერვები, შედეგად, ქვეყანაში საწვავის, მედიკამენტების და საკვების დეფიციტი აქვთ. კუნძულს 50 მილიარდ დოლარზე მეტი საგარეო ვალი აქვს: ყველაზე დიდი წილი კერძო ობლიგაციების მფლობელებზე მოდის, რასაც მოჰყვება კრედიტორები და ქვეყნები, მათ შორის იაპონია, ჩინეთი და ინდოეთი.

კომენტარები