შრი-ლანკა

შრი-ლანკაში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს

 რანილ ვიკრამასინგჰე

შრი-ლანკის პარლამენტმა პრემიერმინისტრი, რანილ ვიკრამასინგჰე პრეზიდენტად აირჩია, ყოფილი პრეზიდენტის ჩასანაცვლებლად.

მისი თქმით, მან თავისი ცხოვრების 45 წელი პარლამენტში გაატარა და ბედნიერია, რომ მას პრეზიდენტის სტატუსი მიენიჭა.

"ახლა, როდესაც არჩევნები დასრულდა, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს დაყოფა. ჩვენ 48 საათი დაყოფილი ვიყავით, მაგრამ ამიერიდან მზად ვარ თქვენთან დიალოგისთვის". - თქვა მან და პოლიტიკურ პარტიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

დემონსტრანტების ნაწილი პროტესტის გაგრძელებას აპირებს.

შრი-ლანკის პრეზიდენტი, გოტაბაია რაჯაპკსა ოფიციალურად გადადგა, რის აღსანიშნავადაც მომიტინგეები დედაქალაქში შეკირიბნენ. რაჯაპაქსამ პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გასულ კვირას მას შემდეგ მიიღო, რაც ეკონომიკური კრიზის გამო მოსახლეობის პროტესტი გამწვავდა.

მანამდე, გოტაბაია რაჯაპაკსა ქვეყნიდან გაიქცა. რაჯაპაკსა, ცოლთან ერთად, მალდივებზე გადაფრინდა და შემდეგ სინგაპურში გადავიდა. 

კომენტარები