შრი-ლანკა

შრი-ლანკაში აქტივისტები პირობას დებენ, რომ მთავრობის გადადგომამდე რეზიდენციებში დარჩებიან

REUTERS/Dinuka Liyanawatte

შრი-ლანკის საპროტესტო მოძრაობის ლიდერების თქმით, მომიტინგეები პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის რეზიდენციებში იქამდე დარჩებიან, სანამ მაღალჩინოსნები თანამდებობებს საბოლოოდ არ დატოვებენ. 

შრი-ლანკის პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაკსა გადადგომის გადაწყვეტილება გუშინ, 9 ივლისს, აქციის მონაწილეების პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრის შემდეგ მიიღო. მოგვიანებით, პრემიერმინისტრმა რანილ ვიკრემისენგემ აღნიშნა, რომ პოსტის დატოვებისთვის მზადაა.

"ისინი ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, როდესაც ჩვენ ტანჯვისგან თავბრუ გვეხვეოდა. მინდა, რომ ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ისეთი მდიდრული ცხოვრება ვანახო, როგორითაც ისინი აქამდე ტკბებოდნენ". - თქვა ერთ-ერთმა მომიტინგემ Reuters-თან ინტერვიუში.

რამდენიმე საათის შემდეგ, რაც შრი-ლანკას პრემიერმინისტრმა, რანილ ვიკრემისენგემ გადადგომაზე მზაობა გამოთქვა, დემონსტრანტებმა მის სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ამასთანავე, შრი-ლანკას დედაქალაქ კოლომბოში, პრეზიდენტის რეზიდენციასა და ადმინისტრაციაში ათასობით მომიტინგე შეიჭრა. პროტესტის მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისია. 

მომიტინგეები ფინანსთა სამინისტროს შენობაშიც შეიჭრნენ, რომელიც თვეების განმავლობაში მჯდომარე საპროტესტო აქციის ადგილი იყო. პოლიციამ ხალხის შეკავება ვერ შეძლო. მომიტინგეები პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაკსას გადადგომას ითხოვენ.  თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების თქმით, რომლებიც Reuters-ს ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, თქვეს, რომ პრეზიდენტი გუშინ, დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინ, უსაფრთხოების მიზნით, რეზიდენციიდან გადაიყვანეს. 

შრი-ლანკა პირველი სახელმწიფო გახდა აზიაში, რომელსაც საგარეო ვალი ორ ათწლეულზე მეტია არ გადაუხდია. მან ამოწურა უცხოური სავალუტო რეზერვები, შედეგად, ქვეყანაში საწვავის, მედიკამენტების და საკვების დეფიციტი აქვთ. კუნძულს 50 მილიარდ დოლარზე მეტი საგარეო ვალი აქვს: ყველაზე დიდი წილი კერძო ობლიგაციების მფლობელებზე მოდის, რასაც მოჰყვება კრედიტორები და ქვეყნები, მათ შორის იაპონია, ჩინეთი და ინდოეთი.

რანილდ ვიკრესემინგე შრი-ლანკას პრემიერმინისტრი მას შემდეგ გახდა, რაც დაახლოებით ორი თვის წინ ღრმა ეკონომიკური კრიზის გამო მაჰინდამ პრემიერმინისტრობის პოსტი დატოვა

კომენტარები