ევროკავშირი-ჩინეთი

შარლ მიშელმა სი ძინფინგთან შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი განიხილა

შარლ მიშელი და სი ძინფინგი
TWITTER

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი ერთდღიანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, სი ძინფინგს. 

შეხვედრის მთავარი თემა ჩინეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გამყარებაა. განხილვის საკითხებს შორის ერთ-ერთი საკითხი იყო რუსეთ-უკრაინის ომიც. 

შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა თავის TWITTER-ზე შეხვედრის შესახებ დაწერა: 

“ევროკავშირი ხელს უწყობს თავისი ინტერესებისა და ღირებულებების მსოფლიოში გავრცელებას. ჩინეთთან ღია ურთიერთობა წინ გადადგმული ნაბიჯია. დღეს ჩვენ განვიხილეთ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, მისი შედეგები, გლობალური გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის სრული მასშტაბები”.- წერს მიშელი.

კომენტარები