საახალწლო განათებები

კალაძე: არავის მივცემთ უფლებას, ბნელი, ბოროტი განზრახვებით გავაქროთ საახალწლო დღესასწაულები

ძალიან სამწუხაროა და ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ბოლო დღეებია ჩვენ ვისმენთ ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელთა განხილვას დღეს აქ არ შევუდგები. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ არავის არ მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით ჩვენ საქართველოში და თბილისში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები. არავის არ მიეცემა ამის უფლება და შესაძლებლობა. ახალი წელი და შობის დღეები, ეს არის ის დღესასწაული, რომელსაც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანი გასაკუთრებით ელოდება - ყველა თაობის ადამიანი, აღარ დავიწყებ გამორჩევას. მე მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ 9 დეკემბერს, ხვალ, საღამოს 20:00 საათზე განათდება ქალაქი და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება.

ამბობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის მთავრობის სხდომაზე. 

კომენტარები