ლატვია

უკრაინამ და ლატვიამ უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

Pavlo Tkachuk/Facebook/European Pravda 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავს პუნქტს უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მხარდაჭერის შესახებ.

"მადლობელი ვარ ბატონი პრეზიდენტისა და მთელი ლატვიის ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის ჩვენი ხალხისადმი, ურყევი მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე". - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram-ზე. 

პრეზიდენტებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის აღდგენისა და რეპარაციების გადახდის მიზნით, აუცილებელია გაყინული რუსული აქტივების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

ზელენსკიმ და მისმა ლატვიელმა კოლეგამ აღნიშნეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ. ამასთან, მათ მხარი დაუჭირეს სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას. 

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ლატვიის პრეზიდენტი, ეგილს ლევიტსი ლვოვში პარასკევს, 3 მარტს ჩავიდა.

კომენტარები