ლატვია

ლატვიის ყოფილ მინისტრს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო 8.5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

TACC

რიგის სასამართლომ სეიმის ყოფილ დეპუტატს და ლატვიის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, იანის ადამსონს 8.5 წლით რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება

გარდა ამისა, იმავე საქმეში თანამონაწილეობის გამო 7.5 წლით თავისუფლების აღკვეთა KGB-ს ყოფილ ოფიცერს, გენადი სილონოვსაც მიუსაჯეს. მას ბრალი ასევე წარუდგინეს თაღლითობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის გამო. 

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ადამსონსმა "მიზანმიმართულად შეაგროვა საიდუმლო ინფორმაცია" და ФСБ-ს სილონოვის მეშვეობით გადასცა. ინფორმაცია ეხებოდა "ლატვიის სახელმწიფო ინსტიტუტების, სამართალდამცავი და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოების, ასევე სახელმწიფო თავდაცვის სისტემის მუშაობას". 

ადამსონსი დააკავეს 2021 წლის ზაფხულში. მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო ბრალი ორმოცი მუხლით ედებოდა. დეკემბერში ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და დეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნა.

კომენტარები